ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მინიატურების მონაცემთა ბაზა
3 აპრილს, 13:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროექტის: „ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIX სს.) გაფორმებაში ჩართული მინიატურების მონაცემთა ბაზა“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.
პროექტის მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს მუზეუმებში დაცულ ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა კორპუსის საფუძველზე შეიქმნას ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც IX-XIX საუკუნეების მოხატულ ხელნაწრებში ჩართულ მინიატურებს მოიცავს.
პრობლემა დღეისთვის აქტუალურია, რადგანაც ამგვარი ქართული მინიატურული მხატვრობის ნიმუშებზე დაფუძნებული ნაშრომი არ არსებობს. პრობლემის აქტუალობას ისიც განსაზღვრავს, რომ საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში სპეციფიკურად ქართული მინიატურული მხატვრობისთვის სახასიათო ელემენტები არ არის შესული. პროექტი შესაძლებელს გახდის ქართული მასალა უცხო ენაზე ითარგმნოს და მისაწვდომი გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადეობისთვის.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.