შეხვედრა ქალაქ კაიროს ბიბლიოთეკის დირექტორთან

2 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და საქართველოს ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი ქალაქ კაიროში ეგვიპტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივების დირექტორს ად ელ ნასერ მოჰამედს შეხვდნენ.

ეგვიპტის ნაციონალური ბიბლიოთეკა და არქივები ყველაზე დიდი საცავია ქვეყნის მასშტაბით სადაც ინახება ხელნაწერი მემკვიდრეობის უმსხვილესი კოლექცია, აქვეა დაცული სახელმწიფო არქივიც.

შეხვედრაზე ეგვიპტურმა და ქართულმა მხარემ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაზე და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.