სალექციო კურსი თავდაცვის სამინისტროს აკადემიის კურსანტებისთვის

2014 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 26 თებერვლიდან დაიწყო სალექციო კურსი სამინისტროს ეროვნული აკადემიის კურსანტებისათვის.

პირველი ლექცია ჩატარდა თემაზე: “შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები”. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ შუა საუკნეებში ციხე-სიმაგრეების სამხედრო-ეკონომიკურ ფუნქციას, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

სალექციო კურსი გრძელდება.