წერილები იუნკრებს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტის „ოკუპაცია და ადამიანები“ ფარგლებში 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მოეწყო საგანამანათლებლო პროგრამა „წერილები იუნკრებს”
პროგრამის ფარგლებში გამოფენაზე დამსწრე ჯგუფებმა, მას შემდეგ რაც გაეცვნენ ექსპოზიციას, აუდიოჩანაწერსა და შემეცნებით საუბარს, ჯგუფურად მისწერეს წერილი იუნკრებს, საგანგებოდ ამისათვის მომზადებულ ფურცელზე.

პროგრამის დასასრულს, სპეციალური ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს სამ გამარჯვებულ ჯგუფს. გამარჯვებული ჯგუფების წერილები გამოქვეყნდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფეისბუკის გვერდზე.