ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ- ქართული ონლაინ-კატალოგი

პროექტის დასახელება: ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ- ქართული ონლაინ-კატალოგი

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: თედო დუნდუა

პროექტის შემსრულებლები: თედო დუნდუა, აპოლონ თაბუაშვილი, ალექსანდრე ბოშიშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:  2013-2014   წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები აპოლონ თაბუაშვილი და ალექსანდრე ბოშიშვილი მონაწილეობენ, როგორც ძირითადი შემსრულებლები, საგრანტო პროექტში. პროექტის შედეგად მომზადდება ქართული ნუმიზმატიკის ონლაინ-კატალოგი, რომელიც ინგლისურ და ქართულ ენებზე იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე შესრულებულია დაგეგმილი სამუშაოს მეოთხედი, შექმნილია ძვ.წ-ის VI-I საუკუნეების მონეტების ელექტრონული კატალოგი.