საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარაბადინი
13 თებერვალს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში მეფე გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადინის ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კუთვნილი კარაბადნი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადმოსცა.
„კრისტალი” თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ახორციელებს მსგავსი ტიპის პროექტებს და თავისი მცირეოდენი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში.
კარაბადინი წარმოადგენს რეცეპტების კრებულს, რომელიც XVIII საუკუნით თარიღდება.
კრებულს ახლავს მეფე გიორგი XII-ს წარწერა, რისი მეშვეობითაც ვიგებთ რომ ის მეფის საკუთრება იყო, რომელიც მან მონასტერს შესწირა.