მიხაკო წერეთლის აქამდე უცნობი არქივის ოფიციალური გადმოცემა

11 დეკემბერს, 19:00 საათზე, ღვინის კაფე-ბარ „ხარებაში“ მიხეილ (მიხაკო) წერეთლის აქამდე უცნობი პირადი არქივის გამოფენა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის საზეიმოდ გადაცემის ცერემონა გაიმართა.

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის პირადი საარქივო მასალა მოიცავს პირადი წერილებს, ფოტოებს, საბიბლოთეკო ნაწილსა და სხვა. უნიკალური მასალა კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა, რომლიც „მეღვინეობა ხარებამ“ შეიძინა და მას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საზეიმოდ გადასცა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, რომლიც სრულად ასახავდა ქართველი მოღვაწის როლსა და მნიშვნელობას საქართვლოსთვის.

მიხეილ (მიხაკო) წერეთლი იყო ემიგრანტი ქართველების განსაკუთრებული წარმომადგენელი. მართალია, მან თავისი მოღვაწეობა პოლიტიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ, მეცნიერულ მუშაობას შეუდგა. საქართველოში დაბრუნებისას მიხაკო წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციის შემდეგ მიხაკო იძულებული გახდა სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა.

1900-1907 წლებში მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ის საზღვარგარეთ მეცნიერულ მუშაობასთან ერთად აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში და ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის კომპანია ”მეღვინეობა ხარებას” შემოწირულობისთვის!