ლატვიის ელჩის ვიზიტი

20 მარტს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ლატვიის ელჩი ელიტა გაველე ესტუმრა. უცხოელ დიპლომატს მასპინძლობა ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გაუწია. ელჩმა უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერები დაათვალიერა და ბუბა კუდავასთან ერთად სამომავლო კულტურული თუ საგანმანათლებლო ხასიათის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.