ექსკურსია სტაჟიორებისთვის

2013 წლის 22 თებერვალს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ცენტრის სტაჟიორებს ჩაუტარდათ საექსკურსიო პროგრამა, რომელიც მიეძღვნა წერეთლისეულ „ვეფხისტყაოსანს“ და ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს.

საექსკურსიო პროგრამას წარუძღვნენ განათლების დეპარტამენტის სტაჟიორები.