მელიქის სახელი საქართველოში

პროექტის დასახელება: მელიქის სახელი საქართველოში

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: ალექსანდრე ბოშიშვილი

პროექტის შემსრულებლები: ალექსანდრე ბოშიშვილი

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: შესწავლილ იქნა მელიქის სახელის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მელიქების საგვარეულოს დაწინაურება ქვემო ქართლში (სომხითის მელიქი), სამელიქოს პოლიტიკური და სოციალური სტატუსი ქართლის სამეფოში, მათი პოლიტიკურ ცენტრის ახტალის ისტორია, მელიქიშვილების დღემდე შეუსწავლელი საფლავების წარწერები და მათი სასახლის ნაშთი, მათი

მამულის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.

გორის მელიქი, რომელიც „ყიზილბაშობის“ დამყარებისას გამოჩნდა და მანამდე მის ფუნქციას

მამასახლისი ასრულებდა, და ყიზილბაშთა შესუსტების გამო გაუქმდა. ლორის მელიქი, ლორის მელიქიშვილების საგვარეულო,  რომელიც სომხითის მელიქებთან ერთად დაწინაურდა,  მათ საერთო წარმომავლობა უნდა ჰქონდეთ, ქართლის სამეფოს აზნაურები და ლორეს მხარის ქალანთრები და მელიქები იყვნენ, რუსული ადმინისტრაციის დამყარების შემდეგ ლორის- მელიქოვები გახდნენ.

დამატების სახით წარმოდგენილია ინფორმაცია ყარაბაღის მელიქების შესახებ, ასევე მათსა და საქართველოს მელიქებს შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები