ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმა) სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები
პროექტის დასახელება: ბიბლიური (ძველი და ახალი აღთქმა) სიუჟეტები ქართულ ხელნაწერთა გაფორმებაში: ლიტერატურული და იკონოგრაფიული წყაროები
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ქავთარია
პროექტის შემსრულებლები:ქეთევან ტატიშვილი, ნინო ქავთარია (ხელ.) ეკა დუღაშვილი,შორენა თავაძე
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
2013 წელს შესრულდა პირველი ტრანშით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მოიცავდა 12 საუფლო დღესასწაულებიდან პირველი ოთხი დღესასწაულის (ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება) ლიტერატურული და ხელოვნებათმცოდნეობითი კუთხით შესწავლას.