იტალიის ელჩის ვიზიტი ხელნაწერებში

6 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი ესტუმრა. უცხოელ დიპლომატს მასპინძლობა ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გაუწია.

ელჩმა უძველესი ქართული და უცხოური ხელნაწერები დაათვალიერა და ბუბა კუდავასთან ერთად სამომავლო კულტურული თუ საგანმანათლებლო ხასიათის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.