ახალი წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია

2013 წლის 18 იანვარს, პარასკევს, 14 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა ახალი წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობების „ლოგოსის“, „არტანუჯისა“ და ცალკეულ ავტორთა პირადი შემოწირულობით შემოსული ლიტერატურა.

წიგნების გარკვეულ ნაწილს გაუკეთდა ანოტაცია, რაც გულისხმობს წიგნის ბიბლიოგრაფიულ და მოკლე შინაარსობრივ აღწერილობას.