პროექტის “ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია) პრეზენტაცია”

2013 წლის 9 იანვარს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით: ”ქართული ხელნაწერი (on-line ენციკლოპედია)”.

პროექტი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ეფუძნება ათწლეულების მანძილზე ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგებს.

პროექტი ქართული ხელნაწერი კულტურის შესახებ ელექტრონული ენციკლოპედიის შექმნის პირველი მცდელობა და მის ფარგლებში შეიქმნა ქართულ ხელნაწერ სამწიგნობრო ტრადიციასთან დაკავშირებული ელექტრონული ენციკლოპედია სადაც განთავსებულია:

*საცნობარო ხასიათის სტატიები თემატური (სასულიერო მწერლობა, საისტორიო მწერლობა, სამონასტრო და სამწიგნობრო კერები, საქართველოსა და საზღვარგარეთ დაცული კოლექციები, ხელნაწერის შექმნა და მხატვრული გაფორმება, საწერი მასალა, ქართველოლოგები…) ანბანური, ავტორთა საძიებლის მიხედვით;

*სტატიები, რომლებსაც ახლავს შესაბამისი პოლიგრაფია, საილუსტრაციო მასალა და ნაწილობრივ, ინგლისური თარგმანი;

პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ქართველი და უცხოელი მკვლევრისათვის და აქვს გაფართოებისა და შევსების პოტენციალი.