„ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული დამწერლობა”
პროექტის დასახელება: „ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული დამწერლობა”
პროექტის ხელმძღვანელი: ბუბა კუდავა
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტის მიზანი: ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშეწყობა.
საზაფხულო სკოლა განკუთვნილი იყო ქართული კულტურით, განსაკუთებით კი, ქართული დამწერლობით და ხელნაწერი მემკვიდრეობით დაინტერესებული უცხოელებისთვის. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდა 22 უცხოელი შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, თურქეთი, ირანი და სომხეთი. საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა მოიცავდა აკადემიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემიური პროგრამა ითვალისწინებდა სალექციო კურსებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და დავალებებს, ვორქშოფებს. აკადემიურ სასწავლო კურსს წარუძღვნენ ქართველი მეცნიერები. კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა თემასთან დაკავშირებულ გამოფენასა და ექსკურსიებს. 26 ივლისს სკოლის მონაწილეებმა სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით წარადგინეს. სკოლის სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა მსმენელების შეფასების ორ კომპონენტიან სისტემას და მსმენელთა მიერ პროგრამის შეფასებას. სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.