ებრაული დელეგაციის ვიზიტი

17 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ისრაელის ელჩი საქართველოში იცხაკ გერბერგი და ებრაული დელეგაცია ესტუმრა. უცხოელ დიპლომატებს მასპინძლობას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა უწევდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ებრაული ხელნაწერები და ლაილაშის ბიბლია დაეთვალიერებინათ. ელჩმა დიდი დაინტერესება გამოხატა ორგანიზაციის ფონდებში დაცული უნიკალური მასალების მიმართ და მომავალში ცენტრთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.