,,ჩემი შექმნილი წიგნი”

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში განათლების დეპარტამენტის მიერ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სპეციალური ღონისძიება, სახელწოდებით – “ჩემი შექმნილი წიგნი” პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო შემდეგი აქტივობები: 1.კომპიუტერულ-შემეცნებითი პროგრამის “ჩემი შექმნილი წიგნი” გაცნობა და თანამონაწილეობა. პროგრამა შექმნილია ცნობილი ზღაპრის “რწყილი და ჭიანჭველას” სიუჟეტის მიხედვით და განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის. 2.აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილი ელექტრონული წიგნის ფერადი ფურცლების მიხედვით ბავშვებს საშუალება ჰქონდათ შეექმნათ თავისი პირველი წიგნი: გაეფერადებინათ წიგნის თითოეული სიუჟეტი, დაესათაურებინათ თავისი შეხედულებისამებრ ეს სიუჟეტები, დაელაგებინათ გვერდები თანმიმდევრობით, აეკინძათ და დაეწერათ წიგნის შემქმნელის სახელი და გვარი. ბავშვები სახლში დაბრუნდნენ მათ მიერ შექმნილი წიგნით!