,,სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაია-150)’’
Posted at h
in სიახლეები
![536344_242101782560742_941382165_n](https://manuscript.ge/wp-content/uploads/2018/03/536344_242101782560742_941382165_n-150x150.jpg)
24 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა: ,,სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაია-150)’’, რომელიც მიეძღვნა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არქივი: პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნილობის ამსახველი მასალა. გამოფენა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით ბაქრაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.