II – საერთაშორისო კონფერენცია ,,ტაო-კლარჯეთი”.
პროექტის დასახელება: II – საერთაშორისო კონფერენცია ,,ტაო-კლარჯეთი”.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, უკვე მეორედ ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენცია გაიმართა 5 და 8 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის კომპლექსური და ინტერდისციპლინური კვლევა, დაინტერესებულ ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა მეტი კოორდინირება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება; ტაო-კლარჯეთისადმი სამეცნიერო ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება;