მიშა ქავთარიას ლექცია ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

16 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვევივნენ. ქართული კულტურითა და ისტორიით დაინტერესებულმა სტუმრებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუდმივმოქმედ გამოფენა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მოისმინეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერის მიხეილ ქავთარიას ლექცია ტაო-კლარჯეთში გადაწერილი ხელნაწერების შესახებ.