ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

16 სექტემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

სამაგისტრო პროგრამა – ,,ხელნაწერთმცოდნეობა’’ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია და აღნიშნულ პროგრამაზე მიღება მიმდინარე სასწავლო წელს პირველად ცხადდება.

პრეზენტაცია პროგრამის ავტორებმა წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხეს.

პრეზენტაციაზე დასწრება და პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.