პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებების“ სომხური თარგმანი

პროექტის დასახელება: პროკლე დიადოხოსის „კავშირნი ღვთისმეტყველებითნისა“ და იოანე პეტრიწის „განმარტებების“ სომხური თარგმანი

დარგი და მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფილოლოგია

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი: დამანა მელიქიშვილი

პროექტის შემსრულებლები: დამანა მელიქიშვილი, მაია რაფავა, ლევან გიგინეიშვილი, ხათუნა გაფრინდაშვილი, ირმა ხოსიტაშვილი, ნათია მიროტაძე, ბექა თოფურია

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი გამოცემა: 1) H‑1337-ის ფაქსიმილური გამოცემა; 2) ამავე ხელნაწერის ტექსტის დიპლომატური გამოცემა; 3) „პროკლე დიადოხოსი, „კავშირნი ღმრთის­მეტყველებითნის“, იოანე პეტრიწისეული თარგმანისა და „განმარტების“ 1248 წელს სიმეონ პღინძაჰანეცის მიერ ქართულიდან შესრულებული სომხური თარგმნის გამოცემა. პროექტის ფარგლებში 2016 წელს შესრულებული სამუშაო მოიცავდა: ხელნაწერის ტექსტის გადაწერას, ხლენაწერის კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიულ აღწერას, ტექსტის შედარებას წინა გამოცემის ტექსტთან და აპარატთან, ორი კრიტიკული აპარატის მომზადებას შესაბამისი პირობითი ნიშნებისა და კრიტიკული აპარატის შედგენის პრინციპების შემუშავებას, გამოცემის შესავალი ნაწილის დაწერას, რომელიც ეხება ტექსტის დადგენისა და გამოცემის პრინციპებს, ხელნაწერის ორთოგრაფიულ თავისებურებებს, კორექტურას და ტექსტის დაკაბადონებას. იოანე პეტრიწის „კავშირნისა“ და „განმარტების“  სიმეონ პღინძაჰანქელის სომხური თარგმანის ტექსტი დადგინდა და გამოიცა მატენადარანის ორი სომხური ხელნაწერის (#1500 და # 1832) მიხედვით.