VII საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

„ქართული ხელნაწერი“

17-26 ივლისი, 2024

თბილისი, საქართველო

პროექტის მოკლე რეზიუმე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ქართველოლოგიის მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ ხორციელდება ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № MG-ISE-23-2229).       პროექტის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის, როგორც კულტურათაშორისი ურთიერთობების პროდუქტის, მრავალმხრივობის და მნიშვნელობის აქცენტირება, კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება. ასევე, ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში სასარგებლო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა. საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თაობების მიერ აკუმულირებული ცოდნის გადაცემის ეფექტურ საშუალებას.

 

პროექტი კომპლექსურია და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • სკოლის მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც უცხოეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ;

შერჩევა განხორციელდა კონკურსის საფუძველზე, წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების კოლეგიური განხილვის შედეგად;

  • სკოლის 10 – დღიანი აკადემიური პროგრამა, რომლის ფარგლებში მსმენელებმა მოისმინეს 30-ზე მეტი ლექცია, მათ შორის – 3 გასვლითი ლექცია, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, ატენის ეკლესია, ჯვრის ეკლესია და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი), მიიღეს მონაწილეობა ინტერაქტიულ პროგრამაში „როგორ ვიცავთ ხელნაწერ მემკვიდრეობას?“, სამ ვორქშოფში (1. კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (6 სესია); 2) ქაღალდის დამზადების ვოქრშოფი (3 სესია); 3) დაზიანებული ფურქცლის რესტავრაცია); დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათ გამოცემათა კაბინეტი, მუდმივმოქმედი გამოფება „ქართული ხელნაწერი“;
  • სკოლის თემატური პანელი (ახალი კომპონენტი). 2024 წელს თემატური პანელი მიეძღვნა საბუნებისმეტყველო (ქიმიურ-ტექნოლოგიური და გემოლოგიურ-მინერალოგიური) ცოდნის შემცველ ხელნაწერებს;
  • სკოლის ფარგლებში შემქნილი რესურსები. მომზადდა სამი მნიშვნელოვანი ელექტრონული ვიდეორესურსი:
  • ძველი ქართული ენის პრაქტიკული კურსი
  • განხორციელდა ლექციების სრული ან ფრაგმენტების სახით ჩაწერა ( სკოლის პლატფორმაზე განთავსებით);
  • განხორციელდა ქაღალდის დამზადების და რესტავრაციის ვორქშოფების ფრაგმენტების ჩაწერა (სკოლის პლატფორმაზე განთავსებით);

აღნიშნული ელექტრონული მასალა „საზაფხულო სკოლის მასალების კრებულთან“ ერთად შექმნის მნიშვნელოვან თანამედროვე სასწავლო რესურსს ქართველოლოგიური კვლევების  საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებისთვის, ასევე, ეს იქნება მნიშვნელოვანი რესურსი ბიზანტინოლოგიური კვლევებისთვისაც, რომელთა სრულყოფილი წარმართვაც ქართული მასალის გარეშე შეუძლებელია.

 

სკოლა განხორციელდა 2024 წლის 17-26 ივლისს, სკოლის მუშაობა მიმდინარეობდა  ქართულ და ინგლისურ ენებზე. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით. სკოლის ბოლო დღე (26 ივლისი) დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს, შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სკოლის აკადემიური პროგრამის შესახებ

მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ქართული ხელნაწერი“ პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, სტრუქტურულად შედგება ექვსი სასწავლო მოდულისგან, რომელთა შინაარსი მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს, ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. მოდულების ფარგლებში შედგა 30-ზე მეტი ლექცია, მათ შორის, სამი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი და ბოლნისის სიონი, ატენის სიონი, ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი. მნიშვნელოვანია, რომ ლექციების გარდა ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები – ვორქშოფებისა და სიმულაციური თამაშების სახით. მოდულის „ქართული დამწერლობა“ ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის ვორქშოფი (6სთ): მსმენელები გაეცნენ ქართულ ანბანს, მის სამივე სახეს – მრგლოვანს, ანუ ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს,  ბგერათსისტემას, ხელნაწერი ტექსტის სპეციფიკას, გარკვეულ კოდიკოლოგიურ თავსებურებებს: მოდულის „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“ სასწავლო გეგმა მოიცავდა დიგიტალიზაციის ლაბორატორიის დათვალიერებასა და „დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის“ ვორქშოფს, მოდული „ქართული ხელნწერი“ –  ქაღალდის დამზადების ვორქშოფს. სკოლის პროგრამა ითვალისწინებდა საპრეზენტაციო სესიასაც, რომელზეც მოხსენებებით საკუთარი კვლევების შედეგების შესახებ წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები. საპრეზენტაციო სესიას უძღვებოდა დოქტ. ემილიო ბონფილიო, საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ 2016 წლის კურსდამთავრებული, ამჟამად ჰამბურგის უნივერსიტეტის, ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის ცენტრის მკვლევარი; შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ

მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლის “ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში სკოლის მსმენელებს სააკუთარი კვლევის შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს ქართველოლოგიის დარგში ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, ასევე, უცხოელმა მკვლევრებმა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის აკადემიური პერსონალის ბირთვს შეადგენენ   ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები, სკოლის ლექტორების შემადგენლობაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა სამი თაობა, რაც წლების განმავლობაში ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევაში დაგროვილი ცოდნის უწყვეტობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს.

 

სკოლის  მონაწილეებისა და დასწრების ფორმატის შესახებ

სკოლის სასწავლო პროგრამამ ტრადიციულად დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 70-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  -საქართველო, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი,  სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი, შვეიცარია, და სხვ.  განხორციელდა კანდიდატების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად: კანდიდატის სამეცნიერო პროფილი, სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია, კანდიდატის პრეზენტაციის თემის აქტუალობა, რელევანტურობა, სიახლე, კონტექსტი; სკოლის დასრულების შემდეგ კონტაქტების გაგრძელების პერსპექტივა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე შერჩეულ იქნა პროექტით გათვალისწინებული 12 აპლიკანტი, რომელთაც შერჩევის შედეგები დადგენილ ვადებში ეცნობათ.

სკოლა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში. ძირითადად, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები და უცხოელი მსმენელები სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ ფიზიკური დასწრების რეჟიმში.

 

პროექტის შედეგები: ბეჭდვითი და ელექტრონული პროდუქცია

სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური პროგრამა, ელექტრონულად გამოიცა  სკოლის ლექციების მასალების კრებული, რომელშიც სასწავლო მასალა წარმოდგენილია ლექციების ვრცელი ორენოვანი ანოტაციების სახით, ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი. კრებულში მოცემულია ინფორმაცია ლექტორების შესახებ Who is Who ფორმატში, სამეცნიერო ინტერესების მითითებით. სკოლის ლექციების მასალების კრებული ელექტრონული სახით ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე, წარმოდგენილია CD დისკზე.

მომზადდა ძველი ქართული ენის პრაქტიკული  კურსი (5 მეცადინეობა), რომელიც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი ქართული ხელნაწერით დაინტერესებული მკვლევართათვის.

პროექტის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო ელექტრონული პლატფორმა el-Manuscript (წვდომა: https://elearning.manuscript.ge), რომელზეც ამ ეტაპზე წარმოდგენილია სკოლის მიმდინარეობისას ჩაწერილი ლექციები ან მათი ფრაგმენტები, აკადემიური პროგრამის მოდულების მიხედვით. ამ ეტაპზე პლატფორმა el-Manuscript ხელმისაწვდომია მხოლოდ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ცენტრის სკოლების მუშაობაში 2011 – 2024წწ. ჩვენ ვმუშაობთ, რათა პლატფორმა  ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის, რასაკვირველია, რეგისტრაციის საფუძველზე.

აღნიშნული ელექტრონული მასალა წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება საუნივერსიტეტო სივრცეში, ქართველოლოგიური კვლევების სასწავლო კურსების ფარგლებში.

7th International Summer School

“GEORGIAN MANUSCRIPT”

17-26 July 2024

Tbilisi, Georgia

 

The project of the National Centre of Manuscripts – the 7th International Summer School “Georgian Manuscript” is carried out in cooperation with the University of Louvain (Belgium) with the support of the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (grant № MG-ISE-23-2229).

The aim of the project is to accumulate, develop and popularize the knowledge in humanities that corresponds to high standard, point of focus of our activity is the field of Kartvelological studies with special emphasis to manuscript studies, with a view to promoting the development of new ideas of different scientific/academic prowess forming partnerships in the area of manuscript research is yet another priority of the project. The Summer School is an effective means of transferring the knowledge gained by generations of scholars at the National Centre of Manuscripts.

The project is complex and consists of several components:

  • Selection of school participants representing foreign and Georgian universities and scientific research centers; The selection was carried out on the basis of a competition, as a result of a collegial review of the submitted application forms;
  • Within the framework of the project, a 10-day academic program of the School took place for the selected participants;
  • Thematic panel of the school (new component). In 2024, the thematic panel was dedicated to manuscripts containing natural science (chemical-technological and gemological-mineralogical) knowledge;
  • Resources created within the school. Three important electronic video resources were prepared:
  • Practical course of the Old Georgian language
  • Lectures were recorded in full or in fragments (with placement on the school E- platform);
  • Fragments of papermaking and restoration workshops were recorded (with placement on the school E- platform);

The School proceeded during July 17-26, 2024, its working languages were Georgian and English. Lectures and other activities were provided with simultaneous translation. On the last day of the School (July 26) participants presented personal research projects, afterwards the closing ceremony was held and the participants were awarded certificates.

 

The Academic Program of the School

The School program is diverse and eventful. The 6 modules of the Program were devised with an eye to comprehensive structural composition, in addition to covering practically all areas related to the manuscript studies it describes the main parts of profile of the Georgian National Centre of Manuscripts.

These modules are as follows: 1. Georgia: History, Language, Script; 2. Georgian manuscript; 3. Georgian historical document; 4. Georgian old printed book; 5. Georgian National Centre of Manuscripts, as a unique institution – the most important repository of manuscripts and a scientific research centre; 6. Thematic panel – Natural science (chemical-technological and gemological-mineralogical) knowledge in the Georgian and Oriental Manuscripts Kept in the Depositories of Georgia;

The modules covered more than 30 lectures, including three thematically devised field trips for the School related academic topics and locations – the Epigraphy Fund of the Georgian National Museum and the Bolnisi Sioni, the Ateni Sioni, the Jvari Monastery and the Svetitskhoveli cathedral.

It is worth mentioning that in addition to lectures, practical studies were conducted in the form of workshops and simulation games. For example, the calligraphy workshop (6 hours) was held within the module “Georgian Script”: participants got familiarised with: the Georgian alphabet (all three forms of it – Asomtavruli, Nuskhuri and Mkhedruli), the sound system, the specifics of the manuscript text, certain codicological features, This is this method of information acquisition they would avail themselves with while in the process of reading a manuscript book, historical document or archival material.

 

Further, the School program included a presentation session where Georgian and foreign students/paricipants of the School offered reports on the results of their research. The presentation session was chaired Dr. Emilio Bonfiglio (graduate of the Summer School “Georgian Manuscript” 2016, now the researcher of the Centre for the Study of Manuscript Culture, University of Hamburg).

A closing ceremony was held, certificates were handed over to each participant.

 

Academic Staff of the School

During the 7th International Summer School “Georgian Manuscript”, well-known Georgian scientists in the field of Kartvelology, as well as foreign researchers, shared the results of the research and methodology to the School participants. It is important to note that the academic staff of the school includes three generations of scholars from the Georgian National Centre of Manuscripts, the notion that concedes any validity of proof as for obtaining the continuity of knowledge accumulated in the study of Georgian manuscript heritage over the course of years.

 

School Participants and Attendance Format

As usually the School curriculum has triggered great interest. More than 70 application forms were submitted from different countries – Georgia, Armenia, Azerbaijan, China, Germany, the USA, Italy, Poland, France, Switzerland, Uzbekistan, Ukraine, Tajikistan, Kazakhstan, so on.

Selection was carried out according to the following criteria: academic/scientific profile of the candidate, motivation for participation in the School, newsworthiness/applicability of the candidate’s presentation subjct, its relevance to the centre’s scientific directions,  novelty, context; prospects for post-graduation networking.  The abovementioned criteria defined the way ten applicants were selected, they were notified of the selection results within the fixed deadlines.

The School procedure was conducted in the hybrid format. Generally, students from the Georgian universities and foreign participants attended in the mode of physical attendance, some participants took part via the Zoom platform.

Printed and Electronic Products of the Project

The school academic program was printed. A collection of school lecture materials was published (electronic publication), The collection became an important teaching-educational resource. The collection material is presented in the form of extensive bilingual annotations, the annotations are supplemented with illustrations and a list of basic references related to the issue.The mentioned material is available electronically on the website of the Centre.

In the frame of the project, an educational electronic platform el-Manuscript was developed (https://elearning.manuscript.ge). At this stage it presents the lectures (or fragments of the lectures) of the academic program modules recorded during the School, and Practical course of the Old Georgian language.

The mentioned printed and electronic material is an important educational resource, which can become appropriate for use in the universities within the different training courses of Kartvelological studies.

The future mode of platform is seen as having additionally encompassed a component of assignments and tests. The platform where there will be readily available the lecture material for wiewing, listening or reading, also the basic bibliography as well as the gallery of illustrations, assignments and tests will to a great degree assist students and other interested persons to enhance their capacity in knowledge acquisition and plan work independently.

17 ივლისი - სკოლის გახსნა

17 ივლისი

საზაფხულო სკოლის მონაწილეთა რეგისტრაცია

საზაფხულო სკოლის ოფიციალური გახსნა

ლექციები:

შუა საუკუნეების საქართველო: მოკლე ისტორიული მიმოხილვა – შალვა გლოველი, ისტორიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ქართული დამწერლობის წარმოშობა, განვითარების ეტაპები – ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი;

ლექცია: ქართული ენა – მზექალა შანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერული მემკვიდრეობა – წარსული და აწმყო – მაია მაჭავარიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 1) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

18 ივლისი

18 ივლისი

ლექცია: ძველი ქართული სამწიგნობრო კერები უცხოეთში – თამარ ოთხმეზური, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია-დათვალიერება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები – თამარ აბულაძე, ფილოლოგიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი, მთავარი მცველი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

ლექცია: „ნახშირითა ხატი გამოსახული“ და „უსასყიდლო მარგალიტი“ – ქართული ჰაგიოგრაფია (ორიგინალური და ნათარგმნი) – მაია მაჭავარიანი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: აპოკრიფული ლიტერატურის ძველი ქართული თარგმანები – ნესტან ჩხიკვაძე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია-სემინარი: შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერის გამოცემა: რედაქტორის ამოცანები – ემილიო ბონფილიო, ფილოსოფიის დოქტორი, ჰამბურგის უნივერსიტეტი, ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი, ERC პროექტი „DeLiCaTe“

კალიგრაფიის ვორქშოპი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 2) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

19 ივლისი

19 ივლისი

 

ვიზიტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში – ნინო დათუნაშვილი, ფონდის კურატორი, ეთნოლოგიის დოქტორი.

 

გასვლითი ლექცია და დისკუსია ბოლნისის სიონში:

 

ქართული ეპიგრაფიკა – თეიმურაზ ჯოჯუა, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

20 ივლისი

20 ივლისი

ლექცია: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია – ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსიტუტი

ლექცია: ძველი ქართული საერო მწერლობა – ლევან გიგინეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის ინსიტუტის დირექტორი

12:20-12:30 კითხვა-პასუხი

ლექცია: ძველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა – ეკა დუღაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქათველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

13:30-13:40 კითხვა-პასუხი

ლექცია: ქართული პალიმფსესტები – დალი ჩიტუნაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქათველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 3) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი“ – ნიკოლოზ ჟღენტი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

21 ივლისი

21 ივლისი

ლექცია: მინიატურა და დეკორი ქართულ ხელნაწერში – ნინო ქავთარია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხელოვნების ისტორიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: ქართული ხელნაწერი წიგნის ყდა – მაია კარანაძე, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

12:20-12:30 კითხვა-პასუხი

ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და საშუალებები – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მკვლევარი-რესტავრატორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ქაღალდის შექმნის ვორქშოფი (I სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მკვლევარი-რესტავრატორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 4) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

22 ივლისი

22 ივლისი

ლექცია: დროისა და სივრცის აღქმა შუა საუკუნეების საქართველოში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით – მზია სურგულაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ისტორიული დოკუმენტები: კალიგრაფია და მხატვრული სახე

– დარეჯან კლდიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: ქართული ხელნაწერი კოლექციები უცხოეთის სიძველეთსაცავებში – დალი ჩიტუნაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ქაღალდის შექმნის ვორქშოფი (II სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მკვლევარი-რესტავრატორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია-ექსკურსია: დიგიტალიზაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – ვიზიტი ცენტრის დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში – დიმიტრი გურგენიძე, დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 5) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

23 ივლისი

23 ივლისი

გასვლითი ლექციები ატენის სიონში

გასვლითი ლექცია: წელთაღრიცხვის სისტემები ძველ საქართველოში – თეიმურაზ ჯოჯუა, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გასვლითი ლექცია: ატენის სიონი – ქართული წერილობითი კულტურის ამსახველი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ირმა ხოსიტაშვილი, აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

24 ივლისი

24 ივლისი

 

თემატური მოხსენებები და დისკუსია

 

მოხსენება 1: სამეცნიერო შინაარსის ხელნაწერების შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში – თამარ აბულაძე, ფილოლოგიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი, მთავარი მცველი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მოხსენება 2: ქიმიურ – ტექნოლოგიური ცოდნა ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაში – ირინა გოგონაია, ქიმიის მაგისტრი, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

 

მოხსენება 3. X-XIII საუკუნეების ქართული სამედიცინო ხელნაწერები და მათი არაბულენოვანი წყაროები – ლიანა სამყურაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქათველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მოხსენება 4. სპეკალები და სპეკალთა იმიტაციები – მინერალოგიურ-გემოლოგიური ცოდნა ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაში – ია ახვლედიანი, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ქაღალდის შექმნის ვორქშოფი (III სესია) – დარეჯან გოგაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მკვლევარი-რესტავრატორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის ვორქშოფი – თამარ დვალიშვილი, კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

25 ივლისი

25 ივლისი

ლექცია-ექსკურსია: იშვიათ გამოცემათა კაბინეტის დათვალიერება, ლექცია-საუბარი „ქართული ძველნაბეჭდი წიგნი (XVII-XVIII სს.)“ – ეკა გოგიჩაიშვილი, ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ლექცია: ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივის გააზრებისთვის – ოლივერ რაისნერი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინტერაქტიული პროგრამა: როგორ ვიცავთ ხელნაწერ კულტურულ მემკვიდრეობას? – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, ესმა მანია, ფილოლოგიის დოქტორი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;

13:30 – 14:00 სადილი

14:00 გასვლითი შემაჯამებებლი ვორქშოფი მცხეთაში: კალიგრაფიის ვორქშოფი – შესავალი ძველი ქართული ენის ისტორიაში (პრაქტიკული კურსი 6) – ლელა შათირიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მცხეთა: ჯვარი, სვეტიცხოველი

26 ივლისი