ქალაქი ცხინვალი

 

ოკუპირებულ რეგიონში შუა საუკუნეებში ერთადერთი ქალაქი იყო _ ცხინვალი. საბუთებში  ცხინვალი ზოგჯერ მოხსენიებულია ქრცხინვალი, ქცხილვანი ფორმით. სახელწოდება ქართულია და გამჭვირვალე ეტიმოლოგიისაა, მომდინარეობს ხე-მცენარის სახელიდან ,,რცხილა“ (ძვ. ქართ. ,,ქრცხილა“). ქალაქში ყმა-მამულებს ფლობდნენ მეფე-დედოფალი და ბატონიშვილები, მცხეთის საკათალიკოსო და სხვადასხვა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები. მეფე და დედოფალი ცხინვალში თავიანთ მოხელეებს (მამასახლისი, მოურავი) ნიშნავდნენ.

ცხინვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა ქართლის სამეფოში, სადაც სულ 6 საბაჟო იყო, აქედან ერთ-ერთი _ ცხინვალში (Hd-1558).

ცხინვალში ქართველების გარდა ცხოვრობდნენ სომხები და ებრაელები. აღსანიშნავია, რომ ებრაელების ნაწილი მცხეთის საკათალიკოსოს (სვეტიცხოვლის) ყმები იყვნენ (Hd-9618).

 

album-art
00:00