“ტაო კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა”

27 აპრილს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა შუალედური სამეცნიერო კონფერენცია “ტაო კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა”, რომლის მიზანია ერთიან-ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში წარმოადგინოს საქართველოს ამ ისტორიული რეგიონის როლი იმჟამინდელი ქართული საზოგადოების კულტურული პროფილისა და ინტელექტუალური საქმიანობის განსაზღვრაში. მე-9-10 საუკუნეებში ამ რეგიონში შეიქმნა მძლავრი მწიგნობრული ცენტრები, სადაც მიმდინარეობდა როგორც ბერძნულ-ბიზანტიური მწერლობის საუკეთესო ნიმუშების გადმოღება, ასევე, ორიგინალური შემოქმედებითი პროცესები. საბოლოო ჯამში, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურულმა საქმიანობამ დიდად შეუწყო ხელი შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების ეთნო-კულტურული იდენტობის გაღრმავებას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას მე10-11 საუკუნეთა მიჯნაზე. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: მზია სურგულაძე – წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ნესტან ჩხიკვაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მაია კარანაძე – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ლელა შათირიშვილი – კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ეთო ედიშერაშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ნიკოლოზ ჟღენტი – ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელი.