სამეცნიერო საანგარიშო კონფერენცია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ; კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი; მისასალმებელ სიტყვაში მათ ხაზი გაუსვეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელობას მეცნიერების განვითარების საქმეში.

აგნარიში წარადგინეს ცენტრის სამეცნიერო განყოფილებების ხელმძღვანელებმა და იასაუბრეს 2023 წლის მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მდივანმა, სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა შალვა გლოველმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება, როგორც განყოფილების, ასევე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და, ზოგადად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითადი მიმართულებების მიხედვით 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის და ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ.