კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი | ხელნაწერები
796
page-template,page-template-full_width,page-template-full_width-php,page,page-id-796,page-parent,,qode_grid_1300,side_menu_slide_with_content,width_470,footer_responsive_adv,qode-theme-ver-11.0,qode-theme-manuscript,wpb-js-composer js-comp-ver-5.2.1,vc_responsive
 

ქართული ხელნაწერების ფონდი

 

ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ათასობით ხელნაწერი. მათ შორის არის რამდენიმე ათასი პალიმფსესტური ფურცელიც. ხელნაწერები თარიღდება V-XIX საუკუნეებით.

 

ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია ათასობით ხელნაწერი. მათ შორის არის რამდენიმე ათასი პალიმფსესტური ფურცელიც. ხელნაწერები თარიღდება V-XIX საუკუნეებით.

ფონდში წარმოდგენილია საეკლესიო მწერლობის როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ძეგლები.

ორიგინალური ნიმუშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით უფრო გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეული უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულებები: “შუშანიკის წამება”, “ევსტათე მცხეთელის წამება”, “აბო თბილელის წამება” და სხვ.

ნათარგმნი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიდი ბიზანტიელი ღმრთისმეტყველების: გრიგოლ ნაზიანზელის, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, იოანე სინელის, გრიგოლ ნოსელის, მაქსიმე აღმსარებელის და სხვათა თხზულებების თარგმანები, შესრულებული ცნობილი ქართველი მწიგნობრების: ექვთიმე მთაწმიდლის, გიორგი მთაწმიდლის, ეფრემ მცირის, არსენი იყალთოელისა და სხვათა მიერ.

ფონდში საეკლესიო მწერლობის ძეგლების გარდა, დაცულია საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის, სახელოვანი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ნუსხები.

ფონდში ინახება ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერებიც.

ქართული ხელნაწერების ფონდი დაყოფილია ოთხ – AH,  Q და S ფონდად.

აღმოსავლური ხელნაწერების ფონდი

აღმოსავლურ ფონდში ძირითადად თავმოყრილია სპარსული, თურქული და არაბული ხელნაწერები.
ფონდში დაცული ხელნაწერები აღინიშნება სამი ლიტერით K კოლექცია  – მოიცავს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში მცხოვრები ჯაშიდ არდაშირ აფშარ მაჯდ ოს-სალტანეს პირად კოლექციას. L იგივე, ადგილობრივი კოლექცია – მოიცავს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან და საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონებიდან შემოსულ ხელნაწერებს. ამავე ლიტერით აღინიშნება ის ხელნაწერები, რომელთა შეძენა ხდება კერძო პირებისაგან. L კოლექცია მზარდია. ArAC იგივე შუააზიური კოლექცია  – მოიცავს დავით ჩხენკელისა და გიორგი წერეთელის მიერ სამარყანდში, ბუხარასა და შუა აზიის სხვა კულტურულ ცენტრებში მოგზაურობის დროს შეგროვილ ხელნაწერებს, რომლებიც 1935 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს.

ბერძნული ხელნაწერების (Gr) ფონდი

ბერძნული ხელნაწერების კოლექციაში თავმოყრილია 51 ხელნაწერი. ხელნაწერი ნიმუშები დაწერილია ეტრატსა და ქაღალდზე, როგორც ძველ, ისე ახალ ბერძნულ ენებზე. ხელნაწერები თარიღდება IX-XVIII საუკუნეებით.ფონდში, ძირითადად, წარმოდგენილია სასულიერო მწერლობის ძეგლები: საღვთისმეტყველო თხზულებები, ფსალმუნები, საგალობლები, სჯულის კანონები და სხვ., აგრეთვე, სამკურნალო ხასიათის წიგნები. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია IX საუკუნეში გადაწერილი ე. წ. კორიდეთის სახარება, რომლის აშიებზე მინაწერების სახით შესრულებული იურიდიული აქტები უძვირფასეს წერილობით წყაროს წარმოადგენს სამხრეთ საქართველოს ისტორიისათვის. არანაკლებ საინტერესოა XI საუკუნეში გადაწერილი ბასილი დიდის თხზულებათა კრებული, რომელიც ულამაზესი საზედაო ასოებითა და თავსამკაულებით არის მორთული და სხვ.

რუსული ხელნაწერების (Rus) ფონდი

რუსული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილია 500-ზე მეტი ხელნაწერი. ხელნაწერი ნიმუშები თარიღდება XVI-XIX საუკუნეებით. ფონდში წარმოდგენილია ქართველი მეფე-მთავრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმოწერის მასალების რუსულად ნათარგმნი პირები, დიდი რუსი ხელოვანების  – მწერალ ლევ ტოლსტოისა (1828-1910 წწ.) და კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის (1840-1893 წწ.) ავტოგრაფები, სასულიერო ხასიათის ხელნაწერები და სხვ.

call to action image

ფონდში წარმოდგენილია საეკლესიო მწერლობის როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი ძეგლები. ორიგინალური ნიმუშებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შედარებით უფრო გვიანდელი ხელნაწერებით მოღწეული უძველესი ქართული მარტიროლოგიური თხზულებები: “შუშანიკის წამება”, “ევსტათე მცხეთელის წამება”, “აბო თბილელის წამება” და სხვ.

უცხოენოვან ხელნაწერთა ფონდი

უცხოენოვან ხელნაწერთა შერეულ ფონდში ძირითადად, თავმოყრილია ლათინურ, ძველ გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ და სხვა ევროპულ ენებზე გადაწერილი ნიმუშები. ხელნაწერები თარიღდება XV-XX საუკუნეებით. შერეულ ფონდში წარმოდგენილია როგორც სასულიერო, ასევე საერო ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები.