წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება

წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის  წერილობითი წყაროების უდიდესი ნაწილი. მათ შორის არის “ქართლის ცხოვრება”, ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები,  გვიანდელი შუა საუკუნეების ისტორიკოსთა თხზულებები  და ათასობით ისტორიული საბუთი, რომლებშიც დოკუმენტური სიზუსტით არის ასახული  სამოქალაქო და საეკლესიო ცხოვრება,  სამართალწარმოება, საზოგადოების  წოდებრივი  განშრევება, ცნობები  ძველ საქართველოში გავრცელებულ საგვარეულოებზე,  გეოგრაფიულ და ადმინისტარციულ ცენტრებზე და სხვ.  გარდა ქართულენოვანი წყაროებისა, ცენტრის საცავებში ინახება არაბული, ოსმალური, სპარსული, სომხური  დოკუმენტები და საისტორიო თხზულებები, რომლებსაც უდიდესი  მნიშვნელობა აქვთ  მთლიანად  კავკასიის რეგიონის ისტორიის შესასწავლად.

„ცენტრში“ დაცული მასალის  შინაარსმა თავისთავად განაპირობა წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის  განყოფილების  არქეოგრაფიული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: 1. მასალის აღნუსხვა,   ბეჭდვითი და ელექტრონული  კატალოგების მომზადება მრავალფეროვანი საძიებო სისტემებით;  სამეცნიერო-საცნობარო  ლიტერატურის გამოცემა; 2.  ისტორიული წყაროების  მეცნიერული პუბლიკაციების   მომზადება, რაც გულისხმობს  ტექსტების  შესწავლას წყაროთმცოდნეობითი დიციპლინების ფართო სპექტრის მოშველიებით, მათ  კომენტირებას ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით.

განყოფილების სამეცნიერო პუბლიკაციები (2004-2015).

ც. აბულაძე, საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული თურქულენოვანი ხელნაწერების კატალოგი, თბილისი, 2004.

დ. კლდიაშვილი, ქართული სამონასტრო სულთა მატიანეები სინას მთისა და სამხრეთ საქართველოს მონასტრების ხელნაწერებში,  თბილისი, 2005.

მ. სურგულაძე, ქართული საისტორიო აქტები, 2006.

მოხატული ისტორიული საბუთები, 2011.

ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, თბილისი, 2013  (რედაქტირება).

ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. II, თბილისი, 2014.

პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ. III-V, 2007-2015.

მომზადებულია/მზადდება გამოსაცემად:

საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ოსმალეთის სულთანთა სიგელების კატალოგი, თბილისი, 2008.

ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. IV.

ქართულ ხელნაწერთა ისტორიული მინაწერების კორპუსი.

ე. ცაგარეიშვილი, ტაოკლარჯული ტოპონიმია  სომხურ საისტორიო მწერლობაში.

განყოფილებაში მომზადებული და მიმდინარე პროექტები:

 

2006-2009. ქართველი ისტორიული მოღვაწენი, ვებ-გვერდი (www.qim.ge), (დამფინანსებელი რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

 

 

2011-2008. მოხატული ისტორიული დოკუმენტები  ბეჭდური და ელექტრონული ვერსია (დამფინანსებელი რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) (www.illuminateddocument.ge)

 

 

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუასაუკუნეების საქართველოში 2014-2017 (ბეჭდური და ელექტრონული ენციკლოპედიური ლექსიკონი), – (დამფინანსებელი რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

 

2015-2018. ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა (მონოგრაფია, ტექსტები), – (დამფინანსებელი რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი).

 

 

თანამშრომლები:

 

განყოფილების უფროსი-მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი სურგულაძე მზია
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი კლდიაშვილი დარეჯანი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ცაგარეიშვილი ელენე
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ქართველიშვილი თეა
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მჭედლიძე გულნარი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გოგოლაძე თამაზი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შაორშაძე მარო
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჯოჯუა თეიმურაზ
 მეცნიერ-თანამშრომელი გელაშვილი ირაკლი
 მეცნიერ-თანამშრომელი ჟიჟიაშვილი ოთარი
მეცნიერ-თანამშრომელი ჟღენტი ნიკოლოზი