სტაჟირება

სტაჟირების პროგრამა

 

2010 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს სტაჟირების პროგრამას.

პროგრამის მიზანია:

• ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას ცენტრის კოლექციების გაცნობითა და კვლევით შეიძინონ დამატებით ცოდნა და უნარები

• ხელი შეუწყოს ცენტრის კოლექციების პოპულარიზაციას. სტაჟირების პროგრამაში ჩართულია ცენტრის ყველა სამეცნიერო დეპარტამენტი, ლაბორატორია და სამსახური.

2013 წელს ცენტრმა დაიწყო საერთაშორისო მასშტაბით სტაჟირების მიმართულებით მუშაობა: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტაჟირება გაიარა მარია კიური-სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთევროპული კვლევების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა. 2010-2017 წლებში კოლრნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 500-ზე მეტ სტაჟიორს, მათ მათშორის, სტაჟირება წარმატებით დაასრულა 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ. აღსანიშნავია, რომ ცენტრის წარმატებული სტაჟიორები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (დასაქმდა 30-მდე სტაჟიორი) ისე კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორც კვალიფიციური და აკადემიური თანამშრომლები.

Title