სამეცნიერო საბჭო

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართელოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ქმნიან ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები.

სამეცნიერო საბჭოს ფუქციები

  • სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს და სამინისტროს წარუდგენს ცენტრის დირექტორს;
  • განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს;
  • შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელ დებულებას;
  • ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
  • განიხილავს და დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების სამეცნიერო პროგრამების პროექტებს; სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
  • სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ სამეცნიერო საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილი საკითხის განხილვისას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სამეცნიერო საბჭოში სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია საკითხის გადაწყვეტამდე გამართოს კონსულტაცია მთელ  სტრუქტურულ ერთეულთან;
  • ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ირჩევს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ამტკიცებს დირექტორი; იმ შემთხვევაში თუ დირექტორი არ ეთანხმება სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კანდიდატურას, სამეცნიერო საბჭო ვალდებულია აირჩიოს სტრუქტურული ერთეულის ახალი კანდიდატი. სამეცნიერო საბჭოს მიერ ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატის არჩევამდე და დამტკიცებამდე, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია დანიშნოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ამტკიცებს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ცენტრის დირექტორისგან ისმენს და განიხილავს ცენტრის განვლილი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
  • ისმენს, განიხილავს და აფასებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
  • შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამეცნიერო მუშაობის შემდგომი სრულყოფის მიზნით ისმენს დირექტორის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფების დასკვნებს ამზადებს ცენტრის მიერ სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წარსადგენ ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშს;
  • იღებს გადაწყვეტილებას გამოცემებისათვის ცენტრის გრიფის მინიჭების შესახებ;
  • სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს ცენტრის საკუთრი შემოსავლებიდან სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) და სტიპენდიის გაცემის წესს

ამტკიცებს დირექტორის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს;

გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.

 

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ფუნქციები:

  • იწვევს და წარმართავს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს
  • ორგანიზაციას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას
  • ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს დადგენილების მიღებაში
  • მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო საბჭოს დადგენილებების შესრულებას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს- განკარგულებას.

წევრები

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე: მაიარაფავა

სამეცნიერო საბჭოს მდივანი: დარეჯან კლდიაშვილი

ზაზა ალექსიძე

ნინო მელიქიშვილი

თამარ ოთხმეზური

შალვა გლოველი

მზია სურგულაძე

ელენე ცაგარეიშვილი

ნინო ქავთარია

ელენე მაჭავარიანი

ეთერ ქავთარაძე-ყიფშიძე

ენრიკო გაბიძაშვილი

თამარ აბულაძე

თამარ ჭუმბურიძე

ეკა დუშაშვილი

დალი ჩიტუნაშვილი

ნესტან ჩხიკვაძე

ნანა ჩიკვატია

დავით შენგელია

აპოლონ თაბუაშვილი