სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილება

სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების
ფუნქციებია:
ა) ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის შედგენა;
ბ) უცხოეთში ქართველოლოგიასთან დაკავშირებით გამოცემული ლიტერატურის მიმოხილვა და
ანალიზი;
გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების და სამეცნიერო საცნობარო, მათ შორის
ენციკლოპედიური ხასიათის ლიტერატურის შექმნა;
დ) სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების
დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
15. ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ფონდსაცავებში ხელნაწერი მემკვიდრეობის შენახვა;