გამოცემები

სათაური: ძველ ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების კლასიფიკაცია და ბიბლიოგრაფია

შემდგენელი: ენრიკო გაბიძაშვილი

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე, ნინო მელიქიშვილი, თემო ჯოჯუა

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,  თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

გვერდების რაოდენობა: 1045

ISBN: 978-9941-9636-4-3

აღწერა

წარმოდგენილი ნაშრომი `ძველ ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების კლასიფიკაცია და ბიბლიოგრაფია~ არის მცდელობა, წარმოვადგინოთ თითოეული ხელნაწერის ძირითად ტექსტზე დართული ის ანდერძები და მინაწერები, რომლებსაც დაუცავთ ცნობები ამ ხელნაწერის ისტორიისა და თავგადასავლების შესახებ, აგრეთვე ცნობები იმ ისტორიული მოვლენებისა თუ კერძო პირთა ცხოვრებაში მომხდარი ამბების შესახებ, რაც ხდებოდა მთხრობელის ირგვლივ, ან მან იცოდა ძველი წყაროებით.