ვასილ კარბელაშვილი (1858-1936)

სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მგალობელი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის კონსერვატორია. გალობას ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში. დიდი ამაგი დასდო სასულიერო გალობის ქართლ-კახური კილოს განვითარებას.

ვასილ კარბელაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ვასილ კარბელაშვილის ფონდი 881 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი