თემურ ნუცუბიძე (1954-2003)

ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი (1975), 1984-1985 მუშაობდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში. 1988-1995 მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტში. 1995-2003 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იკვლევდა შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურას.

თემურ ნუცუბიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

თემურ ნუცუბიძის ფონდი 568 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი