თედო კიკვაძე (1870-1939)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1890). ჭიათურის კანტორის გამგეობის დროს (1892-1895) მასთან ხშირად იკრიბებოდა ჭიათურის ინტელიგენცია. მათ ჭიათურაში ადგილობრივი თეატრი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო დააარსეს. იყო აკაკის ჟურნალ “კრებულის” გამოცემის საქმეთა გამგე. 1899 ბათუმში კერძო სასწავლებელი გახსნა.

თედო კიკვაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1962 წლის 16 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 150).

თედო კიკვაძის ფონდი 43 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი