სათაური: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი III

სქელი ყდით

ავტორი: მზექალა შანიძე, ნარგიზა გოგუაძე, ზურაბ სარჯველაძე

რედაქტორი: ნარგიზა გოგუაძე

გამოცემის თარიღი: 2014 წელი

გვერდების რაოდენობა: 394 გვერდი

გამომცემელი:კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

აღწერა: „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ სიმფონია-ლექსიკონი მომზადდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომი მოიცავს 1963-1971 წლებში გამოცემული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების“ ოთხი ტომის მასალას. „სიმფონია-ლექსიკონი“ შედგენილია ქართულ ლექსიკოლოგიაში მიღებული პრინციპების გათვალისწინებით: სახელები დალაგებულია ბრუნვათა რიგისა და რიცხვის მიხედვით, ზმნა – მწკრივის, პირისა და რიცხვის  მიხედვით; მითითებულია პირთა რაოდენობა, გვარი, ქცევა. მოცემულია სალექსიკონო ერთეულთა ძირები; მოცულობის სიდიდის გამო ნაცვალსახელები და უდეტრები მხოლოდ რამდენიმე ნიმუშითაა წარმოდგენილი.

„სიმფონია-ლექსიკონი“ გამოდის ნაკვეთებად.