რუსუდან ორბელი (1909-1985)

ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (1934). იმავე წლიდან მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. იკვლევდა სომხურ ფოლკლორს.

რუსუდან ორბელის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

რუსუდან ორბელის ფონდი 866 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) იოსებ ორბელის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
4) მიმოწერა;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი