რაფიელ ერისთავი (1824-1901)

პოეტი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ _ შუამთის მონასტერში, 1844 დაასრულა თბილისის გიმნაზია. მუშაობდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე. ბეჭდავდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილებს. იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსების მონაწილე, “ქართული დრამატული საზოგადოების” თავმჯდომარე (1884-1886). ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე (1882). მისი რედაქტორობით 1884 პირველად გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი.

რაფიელ ერისთავის პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 4 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 247); 19 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 250).

რაფიელ ერისთავის ფონდი 1097 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი; 3) მასალები სამეგრელოს სამთავროს შესახებ; 4) მიმოწერა; 5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი