ქრისტინე შარაშიძე (1889-1973)

ისტორიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1910 მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის ორგანიზებაში. 1917-1921 მუშაობდა ჟურნალ “ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიაში. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე. 1958-1964 მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. ხელნაწერებზე მუშაობის შედეგად შექმნა “სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები” სამ ნაკვეთად.

ქრისტინე შარაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ქრისტინე შარაშიძის ფონდი 2938 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი