პეტრე ეპისკოპოსი (კონჭოშვილი) (1836-1909)

საეკლესიო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მღვდლად მსახურობდა საინგილოში, იქედან ოსეთში გადაიყვანეს, შემდეგ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1899 წლიდან ალავერდის ეპისკოპოსია. მონაწილეობდა საღვთო წიგნების, მათ შორის, ბიბლიის ქართული ტექსტის შესწორებასა და ბეჭდვაში. 1899 იმოგზაურა იერუსალიმსა და ათონის მთაზე. მოგზაურობა აღწერა წიგნში “მოგზაურობა წმ. ქალაქ იერუსალიმს და წმ. ათონის მთაზედ” (თბ., 1901).

პეტრე კონჭოშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ვ. კიკნაძემ 2007 წლის 12 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 744).

პეტრე კონჭოშვილის ფონდი 4 საარქივო საქმეს შეიცავს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი