ნიკო (ნიკოლოზ) ჩუბინაშვილი (1908-XX ს. II ნახ.)

მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1961), გიორგი ჩუბინაშვილის ვაჟი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში (1927-1931). იყო ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორ-ინსპექტორი (1934-1938), ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი (1943-1945 და 1956-1958). 1958 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იკვლევდა შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურასა და ქანდაკებას. პირველმა გამოიკვლია ქართულ ხეზე კვეთილობის X-XI სს-ის ნიმუშები.

ნიკო ჩუბინაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი