სათაური: „მცხეთის სახლი“

ავტორი: მზია სურგულაძე

რედაქტორი: ზაზა აბაშიძე

გამოცემის თარიღი: 2016 წელი

გვერდების რაოდენობა: 252 გვერდი

გამომცემელი: „უნივერსალი“

აღწერა: ნაშრომი ეძღვნება მცხეთის საკათალიკოსო ეპარქიას – „მცხეთის სახლს“, როგორც მას უწოდებდნენ შუასაუკუნეების საქართველოში. მცხეთის სახლი წარმართავდა არა მხოლოდ ეპარქიის საქმიანობას, არამედ განსაზღვრავდა საეკლესიო პოლიტიკას, უდიდეს მონაწილეობას იღებდა ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი ამოცანების გადაჭრაში. ნაშრომში წარმოდგენილია საკათალიკოსო ეპარქიის ისტორიულად განვლილი გზის უმნიშვნელოვანესი ეტაპები მისი დაარსებიდან ვიდრე მის გაუქმებამდე XIX საუკუნის 10-იან წლებში.

ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის და მკითხველთა ფართო წრისთვის.