მამია დუმბაძე (1915-1990)

ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1938). მუშაობდა ივ. ჯავახისვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იყო შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე. იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს სოციალ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურის საკითხებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, კოლექტიური გამოკვლევის, სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” IV ტომის (1973) რედაქტორი.

მამია დუმბაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ვაჟმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მალხაზ (მამუკა) დუმბაძემ 2008 წლის 26 მარტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი