ლევან ყანჩაველი (1900-1987)

ქართველი ფიტოპათოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1951), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962). 1927 წელს დაამთავრა თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბოტანიკის განხრით. იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი (1931-1976), ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1976-1987).

ლევან ყანჩაველის მეცნიერული კვლევის უმთავრესი პრობლემები შეეხება საქართველოს მიკოფლორის პარაზიტულ წარმომადგენლებს, კერძოდ, ქართლ-კახეთის პირობებში ვაზის დაავადებათა გავრცელებას, დასავლეთ საქართველოში ციტრუსების დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს.

ლევან ყანჩაველის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნანა ყანჩაველმა 2008 წლის 4 დეკემბერს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი