ლევან მუსხელიშვილი (1900-1942)

ისტორიკოსი და არქეოლოგი. 1918-1923 სწავლობდა გერმანიაში. 1927 დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასვა დროს იყო სახელწიფო მუზეუმისა და “შოთა რუსთაველი და მისი ეპოქის მუზეუმის” თანამშრომელი, 1940 წლიდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის მუზეუმში. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში შუა საუკუნეების ძეგლების გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების დაწყება და შემდგომი განვითარება. მისი ხელმძღვანელობით გათხარეს ბოლნისის სიონის ტერიტორია (1936), ნაქალაქარი დმანისი (1936-1937), გეგუთის ციხე-დარბაზი (1937), გუდარეხის ნამოსახლარი (1938-1939). შეისწავლა მდ. მაშავერას ხეობის არქეოლოგიური ძეგლები (1937).

ლევან მუსხელიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1962 წლის 28 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 153).

ლევან მუსხელიშვილის ფონდი 135 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმოწერა;
3) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი