კონსტანტინე სმირნოვი (1873-1938)

რუსი სამხედრო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში. დაამთავრა აღმოსავლური ენების ოფიცერთა კურსები და პეტერბურგის არქეოლოგიური ინსტიტუტი. 1906 დანიშნეს სადაზვერვო ნაწილის უფროსის მოადგილედ. 1907-1914 ირანში, შაჰის კარზე, ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი და მასწავლებელი იყო. 1914 თურქეთში შავი ზღვის ფლოტის და კავკასიის არმიაში დაზვერვის საქმის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1917 ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მუშაობდა თარჯიმნად, 1937 წლამდე ენიმკი-ში მეცნიერ-თანამშრომლად.

კონსტანტინე სმირნოვის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1960 წლის 28 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 105).

კონსტანტინე სმირნოვის ფონდი 156 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი