კალისტრატე (1901-1986) და ნინო (1898-1993, ქალიშვილობის გვარი – ქურციკაშვილი) სალიები

ისტორიკოსები, უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. ცხოვრობდნენ საფრანგეთში. მათი ინიციატივით 1948 წლიდან პარიზში გამოდიოდა ჟურნალი “ბედი ქართლისა”. იკვლევდნენ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის საკითხებს (ვ. ბერიძესთან თანაავტორობით გამოსცეს ნაშრომი `საქართველო~, 1972). ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ეხმარებოდნენ უცხოელ ქართველოლოგებს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ნ. სალიას მიერ შემოწირული უმდიდრესი ბიბლიოთეკა.

კალისტრატე და ნინო სალიების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი