ივანე გომართელი (1875-1938)

ექიმი, მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია (1894), მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო “მესამე დასის” წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, “ალიონელი”. 1902 წლიდან “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ჟურნალ “მოგზაურთან”. 1906 იყო რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ივანე გომართელის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.არქივი შემოვიდა 1965 წლის 10 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 244).

ივანე გომართელის ფონდი 142 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი