იროდიონ სონღულაშვილი (1880-1958)

ხელოვნებათმცოდნე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ნოვოროსიის (ახლანდ. ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება. ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. მთელი ცხოვრება ხელოვნების სამსახურში გაატარა. სხვადასხვა დროს მუშაობდა “საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში”, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიული განყოფილების გამგის თანაშემწედ და სხვ. მისი ნაშრომები უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებსა და ეთნოგრაფიის საკითხებს ეხება.

იროდიონ სონღულაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1968 წლის 1 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 318); 1987 წლის 23 ნოემბერს (შემოსულობათა წიგნი # 633).

იროდიონ სონღულაშვილის ფონდი 452 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) მიმოწერა;
3) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი