ირაკლი ლორთქიფანიძე (1895-1976)

მეტალურგი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1935). 1932 წლიდან ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი შენადნობების დამუშავებისა და ათვისების საქმეს.

ირაკლი ლორთქიფანიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა 1979 წლის 20 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 530).

ირაკლი ლორთქიფანიძის ფონდი 937 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი